ახალი ამბები

ყაზახეთი მხარს უჭერს ტრანსკასპიური გაზსადენის მშენებლობას

ყაზახეთი მხარს უჭერს წინადადებას ტრანსკასპიური გაზსადენის მშენებლობის თაობაზე, რომლის საშუალებითაც ევროპაში მოხდება აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთის გავლით ყაზახური გაზის ტრანსპორტირება რუსეთის გვერდის ავლით. ამის შესახებ განცხადება ყაზახეთის ენერგეტიკის მინისტრმა ბაქტიკოჟა იზმუხამბეტოვმა გააკეთა ენერგეტიკის საკითხებში ევროკავშირის კომისართან ანდრის პიბალგსთან 4 მაისს გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, იტყობინება “როიტერი”.


მინისტრის თქმით, ყაზახეთი შეთავაზებას გაუგზავნის ევროკავშირს პროექტის ეკონომიკური ხელსაყრელობის შესწავლის მიზნით.


ყაზახური გაზის ტრანსპორტირების ერთ-ერთი მარშრუტი აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთზე გადის ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენის საშუალებით. თუმცა, უკვე განიხილება საკითხი შავი ზღვის ფსკერზე კიდევ ერთი გაზსადენის მშენებლობის თაობაზე, რომელიც საქართველოს უკრაინას დაუკავშირებს, ასევე რუსეთის გვერდის ავლით.

სავარაუდოდ, რუსეთი ორივე ამ პროექტის წინააღმდეგ წავა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button