რუსეთის საგარეო უწყება დევნილთა აფხაზეთში დაბრუნებაზე თბილისის პოზიციას აკრიტიკებს
რუსეთის საგარეო უწყება გალის რაიონში დევნილთა ხელახალი რეგისტრაციის შეფერხებაში, რომელიც აპრილში უნდა დაწყებულიყო, ქართულ მხარეს ადანაშაულებს მაშინ, როცა “ამ პროცესის დანარჩენი მონაწილეები, მათ შორის აფხაზური მხარე და გაეროს წარმომადგენლები, მზად იყვნენ სამუშაოს დასაწყებად“.
რუსეთის საგარეო უწყება აცხადებს, რომ დევნილთა რეგისტრაციის პროცესის დაწყება თბილისის თავშეკავებული პოზიციის გამო 2005 წელსაც შეფერხდა.
“გვიწევს სამწუხარო ფაქტის კონსტანტაცია, რომ დევნილთა პრობლემის გადაჭრის თაობაზე მიუხედავად თავისი დეკლარაციული ტიპის განცხადებებისა, საქართველოს ხელისუფლება საქმით ხელს უწყობს მის გაწელვას“, – ნათქვამია საგარეო უწყების მიერ 2 მაისს გავრცელებულ საინფორმაციო შეტყობინებაში.
რუსეთის საგარეო უწყების ინფორმაციით, ქართულმა მხარემ ასევე თანხმობა არ განაცხადა 3–4 მაისს მოსკოვში დაგეგმილ შეკრებაში მონაწილეობაზე, სადაც დევნილთა საკითხები უნდა განხილულიყო.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)