ახალი ამბები

სააკაშვილი: საქართველოში მცხოვრებ ხალხებს თანაბარ შესაძლებლობებს მივცემთ

დღეს პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ყველა მოქალაქეს, მისი ეთნიკურობის მიუხედავად, თანაბარი შესაძლებლობები და მომავლის პერსპექტივა აქვს.

ეს განცხადება პრეზიდენტმა ქუთაისში, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო მოხელეთა სკოლაში გამოსვლისას გააკეთა, სადაც საქართველოს სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის მოქალაქეები სწავლობენ.


“ჩვენთვის ყველა ერთია: აზერბაჯანელი, სომეხი, ოსი, აფხაზი, ქურთი ებრაელი, რუსი, უკრაინელი, ყველა ვინც ცხოვრობს საქართველოში, ვინც მზადაა იბრძოლოს საქართველოსთვის… ჩვენ ყველას მივცემთ თანაბარ შესაძლებლობებს ისწავლოს, მათ შორის ისწავლოს ქართული ენა იმ პირობებში, როცა შეინარჩუნებს თავის კულტურას, თავის ეთნიკურ წეს–ჩვეულებებს“, – განაცხადა 2 მაისს მიხეილ სააკაშვილმა.


პრეზიდენტის განცხადებით, ხელისუფლება აქტიურად ზრუნავს ეთნიკური სომხებით დასახლებული ჯავახეთის მხარის განვითარებაზე, სადაც გზების მშენებლობა და ინფრასტრუქტურის განვითარება იგეგმება.


“ზუსტად ასევე ჩვენ ვანვითარებთ იმ რაიონებს, სადაც ცხოვრობენ ეთნიკური აზერბაიჯანელები, გვინდა, რომ დაბრუნდენენ ეთნიკური ბერძნები წალკაში, იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი სიმდიდრე და ჩვენი მრავალკულტურობის ნიშანი“, – აცხადებს სააკაშვილი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button