ახალი ამბები

სალარო აპარატების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია განახლდა

1 მარტს პარლამენტის შენობის წინ ათასამდე ადამიანი შეიკრიბა, რომლებიც იმ საკანონმდებლო ცვლილებებს აპროტესტებენ, რომელიც გამყიდველებს ავალდებულებს ბაზრობებზე სალარო აპარატებით ისარგებლონ. ანალოგიური საპროტესტო აქცია უკვე გაიმართა 28 თებერვალს.


პარლამენტის მიერ 2005 წლის დეკემბერში მიღებული კანონი 500 ლარის ჯარიმას ითვალისწინებს იმ გამყიდველებზე, რომლებიც 2006 წლის 1 მარტიდან სალარო აპარატებს არ დააყენებენ. ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, ამ კანონის მიღება მოვაჭრეთა შემოსავლების გამჭირვალობისთვის გახდა საჭირო.


თუმცა გამყიდველთა თქმით, ისინი ვერ შეძლებენ სალარო აპარატების შეძენას. ისინი ფიქსირებული გადასახადის გადახდას მოითხოვენ.


საპროტესტი აქციები 1 მარტს ასევე გაიმართა ბათუმსა და გორში. ტელევიზიით ნაჩვენებ ინტერვიუებში, გორის საპროტესტო აქციის მონაწილენი აცხადებენ, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ მათ ხელი შეუშალა, რომ თბილისში ჩასულიყვნენ და პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციას შეერთებოდნენ.   


 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button