ახალი ამბები

სააკაშვილი: დანაშაულის მიმართ ნულოვანი ტოლერანტობა უნდა გამოვიჩინოთ

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 14 თებერვალს პარლამენტში თავის წლიურ მოხსენებაში განაცხადა, რომ იგი გამოვა ინიციატივით აიკრძალოს პირობითი სასჯელი წვრილმანი დანაშაულებისთვის.


“მე ვაცხადებ ნულოვანი ტოლერანტულობას წვრილმანი დანაშაულისთვისაც კი… ქურდები, მძარცველები, ყველა მათგანი ციხეში უნდა წავიდეს… მათ მიმართ ტოლერანტობა არ უნდა იყოს… ეს ყველამ უნდა გაიგოს, სასამართლომაც და ყველამ“, – განაცხადა სააკაშვილმა.


მისი თქმით, კანონიერი ქურდების დანდობა აღარ იქნება. “მე მათ ამოვძირკვავ“, – დასძინა სააკაშვილმა. 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button