ახალი ამბები

აზერბაიჯანიდან გაზის მოწოდება შემცირდა

ენერგეტიკის მინისტრმა ნიკა გილაურმა 24 იანვარს გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ აზერბაიჯანიდან გაზის მოწოდების რაოდენობა 2,5 მილიონ კუბურ მეტრამდე შემცირდა, მას შემდეგ რაც რუსეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე გაზის კომპრესორი დაზიანდა.  


საქართველოს აზერბაიჯანის გავლით რუსეთიდან 3 მილიონი კუბური მეტრი გაზი უნდა მიეღო ყოველდღიურად, მას შემდეგ, რაც 22 იანვარს ჩრდილოეთ ოსეთში ორო გაზსადენი აფეთქდა.


„მე ვასაუბრე ჩემს აზერბაიჯანელ კოლეგას, რომელმაც დამარწმუნა, რომ მიუხედავად გაზის ნაკლებობის პრობლემებისა, რაც თავად აზერბაიჯანსაც აწუხებს, საქართველოსთვის 2,5 მილიონი კუბური მეტრი აირის მიწოდება შენარჩუნდება“, – განაცხადა ნიკა გილაურმა.


მან ასევე განაცხადა, რომ ამ დეფიციტის გამო გაზის მიწოდება ისევ შეიწყდებათ თბილისის მომხმარებელთა ნაწილს.


აზერბაიჯანიდან მოწოდებული 3 მილიონი კუბური მეტრი გაზი თბილისის მომხმარებლისთვის და მე-9 ენერგობლოკის მუშაობისთვის იყო საკმარისი.


გილაურის თქმით, სიტუაციას ისიც ართულებს, რომ შეფერხდა გაზსადენის შეკეთება ჩრდილოეთ ოსეთში.


„მე ვესაუბრე „გაზპრომის“ წარმომადგენლებს. მათი თქმით, ამ შეფერხების მიზეზი კონდენსანტის დაღვრაა. რუსული მხარე ვერ ასახელებს ზუსტ დროს, როდის დასრულდება სარეაბილიტაციო სამუშაოები“, – განაცხადა გილაურმა.


თუმცა, მან რუსული მხარის მიერ მოყვანილი მიზეზი კითხვის ქვეშ დააყენა.


„ჩვენი ექსპერტების თქმით, ამ მილიდან კონდენსატის დაღვრა აბსოლუტურად შეუძლებელია“, – დასძინა მან.


გილაურმა ასევე აღნიშნა, რომ ქართული მხარის წარმომადგენელს არ აქვს საშუალება დაესწროს სარეაბილიტაციო სამუშაოებს, “რადგანაც მას სთხოვა რუსულმა მხარემ დაეტოვებინა იქაურობა”.


“ამრიგად, ჩვენ არ გაგვაჩნია ინფორმაცია, მიმდინარეობს თუ არა იქ სარემონტო სამუშაოები ამჟამად”, – განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button