skip to content
ახალი ამბები

აზერბაიჯანიდან საქართველომ შესაძლოა დამატებითი რაოდენობის გაზი მიიღოს

24 იანვარს ბაქოდან დაბრუნებულმა სათბობ-ენერგეტიკის მინისტრმა ნიკა გილაურმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანიდან შემოსული ბუნერბივი აირით უკვე დაიწყო თბილისის უბნების ჩართვა, რაც სავარაუდოდ ერთ კვირაში დასრულდება. 


ენერგეტიკის მინისტრი და გაზის საერთაშორისო კორპორაციის პრეზიდენტი ბაქოში მოლაპარაკებებს გაზის რაოდენობის გაზრდის თაობაზეც აწარმოებდნენ, რის შედეგადაც შესაძლოა აზერბაიჯანის მხრიდან რუსული ბუნებრივი აირის მოწოდება დამატებით 2 მლნ კუბური მეტრით გაიზარდოს.


ამ დროსთვის აზერბაიჯანიდან დაახლოებით 3 მლნ კუბური მეტრი აირი შემოედინება, რაც მხოლოდ თბილისის მოსახლეობის უზრუნველსაყოფად და მე-9 ენერგობლოკის მუშაობისთვის არის საკამრისი.


გაზის საერთაშორისო კორპორაციის პრეზიდენტის დავით ინგოროყვას განცხადებით, ჯერ-ჯერობით კომპანია „გაზპრომიდან“ ოფიციალური ინფორმაცია არ არის, თუ როდის  განახლდება რუსეთიდან ბუნებრივი აირის მოწოდება.


„ამ პერიოდში ჩვენ აზერბაიჯანთან გავაგრძელებთ ავარიულ რეჟიმში მუშაობას, სანამ არ გვექნება გარანტია, რომ რუსეთიდან გაზის მოწოდება შეუფერხებლად იქნება“, – განუცხადა დავით ინგოროყვამ ჟურნალისტებს.


კომპანია „გაზპრომის“ გამგეობის თავმჯდომარის მოადგილემ და „გაზექსპორტის“ გენეგრალურმა დირექტორმა ალექსანდრე მედვედევმა განაცხადა, რომ მუშაობა მიმდინარეობს, რათა  უახლოეს საათებში მოხდეს გაზსადენზე ავარიის ლიკვიდაცია და დაიწყოს ბუნებრივი აირის მიწოდება საქართველოსთვის. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button