skip to content
ახალი ამბები

თბილისი რუსულ გაზს აზერბაიჯანის გავლით იღებს

22 იანვარს რუსეთმა აზერბაიჯანს გაზის მიწოდება 3 მილიონი კუბური მეტრით გაუზარდა, რათა ეს დამატებითი რაოდენობა საქართველოს მიეწოდოს, იტყობინება „ინტერფაქსი“ რუსულ ენერგოკომპანია „გაზპრომზე“ დაყრდნობით.


საქართველოში რუსეთიდან გაზის მიწოდება მას შემდეგ შეწყდა, რაც ჩრდილოეთ ოსეთში 22 იანვარს ორი გაზსადენი აფეთქდა.


საქართველოს ყოველდღიურად 7 მილიონი კუბური მეტრი გაზი სჭირდება. 3 მილიონი კუბური მეტრი გაზი, რომელიც საქართველოს აზერბაიჯანის გავლით მიეწოდება, მხოლოდ თბილისის მომხმარებლისთვის და 9 ენერგობლოკის მუშაობისთვის იქნება საკმარისი.


ამჟამად, საქართველოს რეგიონები კვლავ გაზის გარეშე რჩებიან.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button