ახალი ამბები

სააკაშვილი რუსეთთან მიმართებაში მტკიცე პოზიციას ინარჩუნებს

22 იანვარს Reuters-ისა და BBC-ისთვის მიცემულ ინტერვიუებში პრეზიდენტმა სააკაშვილმა კიდევ ერთხელ დაადანაშაულა რუსეთი საქართველოსთვის გაზის მიწოდების შეწყვეტაში.


„რაც მოხდა, საერთო ჯამში, აღმაშფოთებელია და ჩვენ საქმე გვაქვს აღმაშფოთებელ შანტაჟთან იმ ხალხის მხრიდან, ვისაც არ სურს ცივილიზებულად მოიქცნენ“, – განუცხადა სააკაშვილმა Reuters-ს.


BBC-ისთვის მიცემულ ინტერვიუებში პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველოს შანტაჟი მოუწყეს ქვეყნის მაგისტრალური გაზსადენის გამო, რომელიც მთავარი გაზსადენია, რომლის მეშვეობითაც რუსული გაზი საქართველოს და სომხეთს მიეწოდება.


„ჩვენ უამრავი მუქარა მივიღეთ რუსი პოლიტიკოსების და ოფიციალური პირების  მხრიდან, რომ დაგვსჯიდნენ იმის გამო, რომ გაზსადენებს არ ვაძლევთ“, – განაცხადა სააკაშვილმა.


კვირას პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთი „უპრინციპო შანტაჟისტია“, რომელიც საქართველოზე თავისი ენერგოპოლიტიკის გზით ზეწოლას ახდენს.   


 


 

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button