ახალი ამბები

სააკაშვილი: ჩვენ სიტუაციას ვაკონტროლებთ

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 22 იანვარს გამართული ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ მთავრობა „სრულად აკონტროლებს“ სიტუაციას ქვეყანაში და ყველაფერი კეთდება კრიზისის აღმოსაფხვრელად, რაც ჩრდილოეთ ოსეთში ორი გაზსადენის აფეთქებამ გამოიწვია. 


„ჩვენ ვაკონტროლებთ სიტუაციას. ჩვენ არ დავიბენით და დარწმუნებული ვარ, რომ შემძლებთ ვითარების გამოსწორებას“, – განაცხადა სააკაშვილმა სხდომაზე, რომელიც ქართულმა ტელეკომპანიებმა პირდაპირ ეთერში გადმოსცეს.


სააკაშვილმა, რომელმაც მანამდე რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ საბოტაჟში დაადანაშაულა, განაცხადა, რომ გაზის შეწყვეტა „ეს ის სცენარი იყო, რომლითაც ჩვენ გვემუქრებოდნენ რუსეთში გადაწყვეტილების მიმღები პირები“.


მისი თქმით, ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ მომავალში ანალოგიური კრიზისი თავიდან იქნას აცილებული. „ჩვენ უნდა დავაჩქაროთ შაჰ-დენიზის [გაზსადენის] პროექტის განხორციელება“, – დასძინა მან.

Back to top button