ახალი ამბები

საგარეო საქმეთა მინისტრი ვენაში ავსტრიელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილი 19 იანვარს ვენაში ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ევროკავშირის მინისტრთა საბჭოს ამჟამინდელ თავმჯდომარეს ურსულა პლასნიკს შეხვდა.


საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მინისტრებმა ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში საქართველოს სამოქმედო გეგმა,  საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ამ საქმეში ავსტრიის, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის როლი და ასევე სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის  კონფლიქტების მშვიდობიან დარეგულირებაში ავსტრიისა და მთლიანად ევროკავშირის მონაწილეობის გააქტიურებების საკითხები განიხილეს.


ავსტრიის საგარეო სამქეთა მინისტრმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ავსტრია, როგორც  ევროკავშირის თავმჯდომარე, მნიშვნელოვან ადგილს დაუთმობს კონფლიქტების მშვიდობიან დარეგულირებას. “განსაკუთრებით ქართული მხარის მიერ შემუშავებული სამხრეთ ოსეთის სამშვიდობო გეგმის განხორციელების დროულად დაწყებასა და მის სათანადოდ წარმართვას“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციაში.

Back to top button