skip to content
ახალი ამბები

საქართველოს გაზის მიწოდება შეუწყდა

ჩრდილოეთ ოსეთში ორი გაზსადენის აფეთქების შედეგად 22 იანვარს რუსეთიდან გაზის მიწოდება შეუწყდათ საქართველოსა და სომხეთს.


პირველი აფეთქება მოსკოვის დროით 2:52–ზე გაზსადენ „ჩრდილოეთ კავკასია–ამიერკავკასიაზე,“ ვლადიკავკაზიდან 30 კმ–ში მოხდა. ოცი წუთის შემდეგ ანალოგიური აფეთქება მოხდა დაახლოებით ნახევარ კილომეტრში „მოზდოკი–თბილისი“ გაზსადენზეც.


რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ უკვე აღძრა სისხლის სამართლის საქმე „ქონების განზრახ განადგურების“ მუხლით, ინტყობინება რუსეთის საზოგადოებრივი ტელევიზია და სააგენტო „ინტერფაქსი.“


აფეთქების სიმძლავრემ 700–800 გრამ ტროტილს უდრიდა, განუცხადა „ინტერფაქს“ რუსეთის გენერალური პროკურორის მოადგილემ ნიკოლაი შეპელმა.


ჯერ–ჯერობით თბილისში მომხმარებელს გაზი მიეწოდება, თუმცა საღამოსთვის მოსალოდნელია, რომ გაზის მიწოდება შეწყდება.


რუსული მხარის ცნობით მილსადენების აღდგენას ოთხი დღე დაჭირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს გაზის მიწოდება მხოლოდ ერთ კვირაში აღუდგება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button