skip to content
ახალი ამბები

ცსკ–ს თავმჯდომარის კანდიდატურის შესარჩევად ღია კონკურსი გამოცხადდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის (ცსკ) კანდიდატურის შესარჩევად პრეზიდენტის 31 დეკემბრის განკარგულების საფუძველზე ღია კონკურსი გამოცხადდა. ეს პოსტი მაშ შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ცსკ–ს ყოფილი თავმჯდომარე გია ქავთარაძე 22 დეკემბერს იუსტიციის მინისტრად დაინიშნა.


ცსკ–ოს თავმჯდომარეობის მსურველების საბუთების მიღება 16 იანვარს დაიწყება და ორ კვირას გასტანს. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შექმნილი კონკურსის სამდივნო მინიმუმ 2 კანდიდატურას შეარჩევს და წარუდგენს პრეზიდენტს, რომელიც თავის მხრივ ამ კანდიდატურებს პარლამენტს შესთავაზებს. პარლამენტი ერთ–ერთ მათგანს ცსკ–ს თავმჯდომარედ აირჩევს.


ცსკ–ს თავმჯდომარეობის კანდიდატი, რომლისთვისაც საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერთიფიკატის ფლობა აუცილებელი პირობაა, უნდა იყოს უპარტიო, უმაღლესი განათლების, საზოგადოებაში დადებითი რეპუტაციისა და მინიმუმ 3–წლიანი შრომითი გამოცდილების მქონე პირი, რომელიც თავისუფლად ფლობს სახელმწიფო ენას.


ცსკ–ს ცნობით, საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის ტიტული 1155 ადამიანს მიენიჭა მას შემდეგ, რაც ნოემბერ–დეკემბერში მათ სპეციალური ტესტები ჩააბარეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button