ახალი ამბები

თავდაცვის მინისტრი რუსი სამშვიდობოების წინააღმდეგ გამოდის

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა 4 იანვარს ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ს განუცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში განლაგებული რუსი სამშვიდობოები ვერ ასრულებენ თავიანთ ფუნქციებს.


“როცა საპარლამენტო მოსმენის დრო მოვა, ჩვენ მზად ვართ წარვუდგინოთ პარლამენტს ყველა ის საბუთი, რომელიც ადასტურებს, რომ რუსი სამშვიდობოები არ იმსახურებენ მანდატის გაგრძელებას“, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.


საქართველოს პარლამენტმა 10 ოქტომბერს მიიღო დადგენილება, რომელიც  სამშვიდობოების მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონების დატოვებას იმ შემთხვევაში ითვალისწინებს, თუ მთავრობა არ აღნიშნავს პროგრესს სამშვიდობოების მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში. 


თებერვალში საპარლამენტო მოსმენაა დაგეგმილი, რომლის დროსაც მთავრობის წევრები კანონმდებლებს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში რუსი სამშვიდობოების საქმიანობის შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button