ახალი ამბები

“რუსთავი 2“–მა ტელეკომპანია “მზე“–ს აქციები იყიდა

სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2“–მა ტელეკომპანია “მზე“–ს  “საკმაოდ დიდი წილი” შეიძინა, რის შედეგადაც შეიქმნა ახალი ქართული მედია ჰოლდინგი, იუწყება 4 იანვარს “რუსთავი 2”.


გავრცელებული ინფორმაციით, ქიბარ ხალვაშმა, “რუსთავი 2”-ის აქციების 100%-ის მფლობელმა, ტელეკომპანია “მზის” აქციების 78% კომპანია “საქცემენტისგან” შეიძინა, რომლის უკანაც ბიზნესმენი და დეპუტატი დავით ბეჟუაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის გელა ბეჟუაშვილის ძმა დგას.


გარიგების თანახმად, რომელიც 5 იანვარს დასრულდება, ქიბარ ხალვაში, რომელიც თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის ახლო მეგობარია, ახალი მედია ჰოლდინგის 78%-ის მფლობელი გახდება; დანარჩენი 22% “საქცემენტის” მფლობელობაში დარჩება.


“რუსთავი 2“ ქართულ ტელესივრცეში 1994 წლიდან ფუნქციონირებს. ამ გარიგების შედეგად, კომპანია საქართველოს სარეკლამო ბაზრის უდიდეს ნაწილს გააკონტროლებს.


“რუსთავის 2“–მა დღეს ასევე გადმოსცა, რომ ტელეკომპანია “მზე“ სავარაუდოდ პროფილს შეიცვლის და გასართობი არხი გახდება.


ახალი კომპანია უმსხვილესი ქართული მედია ჰოლდინგი გახდება, რომლის შემდეგაც სიდიდით მეორე მედია ჰოლდინგი “იმედი” იქნება. ეს ჰოლდინგი ტელევიზიას და რადიო სადგურებს აერთიანებს და გავლენიანი ბიზნესმენის ბადრი პატარკაციშვილის მფლობელობაშია.   

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button