ახალი ამბები

სოჭი–სოხუმის რკინიგზა შესაძლოა იანვრიდან გაიხსნას

სოჭსა და სოხუმს შორის სარკინიგზო მიმოსვლის 2006 წლის იანვრიდან აღდგენის შესახებ შეთანხმებას თვითგამოცხადებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფმა და ჩრდილოეთ კავკასიის რკინიგზის სამმართველოს უფროსმა ვლადიმერ ვორობიოვმა სოხუმში 28 დეკემბერს გამართულ შეხვედრაზე მიაღწიეს.


სოჭი–სოხუმის რკინიგზა, რომელიც ქართული მხარის თანხმობის გარეშე 2004 წლის სექტემბერში გაიხსნა, ამა წლის ივნისიდან აღარ ფუნქციონირებს.


“აფსნიპრესის“ ცნობით, ბაღაფშმა და ვორობიოვმა ასევე განიხილეს აფხაზეთის გავლით გამჭოლი სარკინიგზო მაგისტრალის აღდგენის საკითხებიც, რომელიც მოსკოვს თბილისსა და ერევანთან დააკავშირებს.

Back to top button