ახალი ამბები

საგარეო უწყება ჩოჩიევის განცხადებას გამოეხმაურა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააპროტესტა   27 დეკემბერს მოსკოვში გამართულ პრეს-კონფერენციაზე შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) სამხრეთ ოსური მხარის თანათავმჯდომარის ბორის ჩოჩიევის განცხადება იმის შესახებ, რომ ცხინვალის ხელისუფლება ფლობს მძიმე ტექნიკას, ავიაციასა და შეიარაღებას, რომელიც განლაგებულია კონფლიქტის ზონის ფარგლებს გარეთ.


“ეს განცხადება ნათლად ცხადყოფს, რომ ცხინვალის სეპარატისტული ხელისუფლება ფარულად აგრძელებს რეგიონში მილიტარიზაციის პროცესს, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება ყველა ადრინდელ მიღწეულ შეთანხმებებს დემილიტარიზაციის შესახებ“, – ნათქვამია 28 დეკემბერს საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა კონფლიქტის მოწესრიგების პროცესში მონაწილე ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას (ეუთო, ევროკავშირი), რათა “სათანადო რეაგირება მოახდინონ სეპარატისტთა ამგვარ განცხადებაზე“.

Back to top button