
ახალი ამბები
კენიაიკინი: შსკ–ს მოლაპარაკებები კონსტრუქციულია
შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) რუსული მხარის თანათავმჯდომარემ ვალერი კენიაიკინმა 27–28 დეკემბერს მოსკოვში სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის დარეგულირების თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებებს კონსტრუქციული უწოდა.
“ჯერ–ჯერობით რაიმე მნიშვნელოვანი შეთანხმება მიღწეული არ არის, თუმცა მოლაპარაკებები გრძელდება [28 დეკემბერს]. ვფიქრობ, რომ ჩვენ შევთანხმდებით შსკ–ს ფარგლებში სამუშაო ჯგუფის შექმნაზე, რომელიც შეიმუშავებს ქართულ–ოსური კონფლიქტის მოგვარების ერთობლივ პროგრამას იმ წინადადების თანახმად, რომელიც სამხრეთ ოსეთის [დე ფაქტო] პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითმა გააჟღერა“, – განუცხადა რუსმა დიპლომატმა 27 დეკემბერს “რია ნოვოსტის“.
მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ ერთობლივი სამუშაო ჯგუფი 2006 წლის 1 თებერვლამდე ჩამოყალიბდება.