skip to content
ახალი ამბები

მოსკოვში შსკ–ს სხდომა გაიხსნა

27–28 დეკემბერს მოსკოვში ცხინვალის რეგიონის კონფლიქტის დარეგულირების საკითხებზე მომუშავე შერეული საკონტროლო კომისია (შსკ) შეიკრიბა.


მხარეები განიხილავენ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერის ედუარდ კოკოითის მიერ 12 დეკემბერს წარმოდგენილ სამშვიდობო წინადადებებს, რომლის მიხედვითაც ცხინვალი ერთობლივი ქართულ–ოსური სამშვიდობო პროგრამის შექმნის ინიციატივით გამოდის.


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვალერი ლოშინინმა შსკ–ს სხდომის დაწყებამდე 27 დეკემბერს “რია ნოვოსტის“  განუცხადა, რომ ამ ერთობლივ გეგმაზე მუშაობა შესაძლოა 2–3 თვის მანძილზე გაგრძელდეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button