ახალი ამბები

კუბლაშვილი: მოსამართლეები ხელშეუხებელნი აღარ იქნებიან

დღეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კოტე კუბლაშვილმა ტელეკომპანია “იმედის“ ეთერში სადისციპლინო კოლეგიის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ “ეს ჩვეულებრივი პროცესი იყო“. 
 
“ადრე  უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, ფაქტიურად, იყვნენ  ხელშეუხებელნი – აი ამ სტატუსით სარგებლობდნენ ანუ კანონის მაღლა იდგნენ. ახლა სიტუაცია შეიცვალა, რადგან კანონი მოქმედებს ყველას მიმართ ანუ არავინ არ იქნება ხელშეუხებელი“, – განაცხადა კოტე კუბლაშვილმა.
 
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დისციპლინარულმა კოლეგიამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები ნინო გვენეტაძე, მერაბ ტურავა,  თამარ  ლალიაშვილი და მურმან ისაევი, რომელთაც  პროცესუალურ დარღვევებში ედებოდათ ბრალი,  თანამდებობიდან 26 დეკემბერს გაათავისუფლა.


ამ მოსამართლეებიდან ორი –  ნინო გვენეტაძე და მერაბ ტურავა მათ რიცხვს განეკუთვნებიან, ვინც კოტე კუბლაშვილი მოსამართლეებზე ზეწოლაში საჯაროდ დაადანაშაულა.

მსგავსი/Related

Back to top button