skip to content
ახალი ამბები

გელა ბეჟუაშვილი ილჰამ ალიევს ბაქოში შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილი, რომელიც ერთდღიანი ვიზიტით ბაქოში იმყოფებოდა, 22 დეკემბერს აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა.


საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრისას განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრი. მათ ხაზი გაუსვეს არსებულ დადებით ტენდენციებს და აღნიშნეს, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button