ახალი ამბები

“გორბი“: სააკაშვილი და “ნაციონალური მოძრაობა“ გამარჯვების უალტერნატივო კანდიდატებად რჩებიან

მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა და მისმა “ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამომრჩეველთა დიდი ნაწილი დაკარგეს, მაინც გამარჯვების უალტერნატივო კანდიდატებად რჩებიან საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების შემთხვევაში, ნათქვამია საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრის “გორბი“–ს მიერ 22 დეკემბერს გამოქვეყნებულ ყოველწლიურ გამოკვლევაში.


“გორბი“-ს ცნობით, საპრეზიდენტო არჩევნების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილი ხმების 60% მოიპოვებს, რაც გასული წლის მაჩვენებელზე 23%-ით ნაკლებია.


სააკაშვილის შემდეგ მოდის “კონსერვატორების“ ლიდერი კობა დავითაშვილი – 5%; საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი სალომე ზურაბიშვილი – 4%;  “ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი – 4%; პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე – 3%; “ახალი მემარჯვენეების ლიდერი“ დავით გამყრელიძე. საქართველოს უშიშროების ყოფილმა შეფმა იგორ გიორგაძემ, რომელიც ამჟამად საქართველოს ხელისუფლების მიერ იძებნება ექს-პრეზიდენტ შევარდნაძეზე თავდასხმის მცდელობის გამო, ასევე შეძლო 1% მოპოვება. გამოკითხულ რესპოდენტთა 15%-მა ყველა ამ კანდიდატის წინააღმდეგ მისცა ხმა.  


მიუხედავად იმისა, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ“ წელს ამომრჩევლების 23% დაკარგა, გასულ წლის საშუალო მონაცემებთან შედარებით, მმართველი პარტია 48%-იანი მხარდაჭერით სარგებლობს.


“ნაციონალური მოძრაობის“ შემდეგ მოდის ოპოზიციური “კონსერვატორული პარტია“ – 6%; “ლეიბორისტული პარტია“ – 5%; „რესპუბლიკური პარტია“ – 3%; სალომე ზურაბიშვილის მოძრაობა – 1%. 26%-მა ყველა ამ პარტიის წინააღმდეგ მისცა ხმა.


“გორბი“-მ, რომელიც Gallup International-ის წევრია, 2005 წლის დეკემბრის პირველ კვირაში 1000 რესპოდენტი გამოკითხა.

მსგავსი/Related

Back to top button