ახალი ამბები

იუსტიციის მინისტრი თანამდებობიდან გათავისუფლებულია

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 22 დეკემბერს განაცხადა, რომ მან თანამდებობიდან გაათავისუფლა იუსტიციის მინისტრი კოტე კემულარია და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე შოთა კოპაძე.


სააკაშვილმა ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას ასევე განაცხადა, რომ იუსტიციის მინისტრის პოსტს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გია ქავთარაძე დაიკავებს.


იუსტიციის ყოფილი მინისტრი კოტე კემულარია უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობას დაიკავებს.


პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ სახალხო დამცველის მოადგილე ბაჩო ახალაია სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ახალი თავმჯდომარე გახდება.

Back to top button