skip to content
ახალი ამბები

ბეჟუაშვილმა ბაქოში დელიმიტაციის საკითხი განიხილა

საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილი დღეს ბაქოში თავის აზერბაიჯანელ კოლეგას ელმარ მამედიაროვს შეხვდა.

 

შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა საქართველო აზერბაიჯანის საზღვრის მონაკვეთის დელიმიტაციაზე. გადაწყდა, რომ იანვარში, თბილისში საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების დონეზე გაიმართება კომისიების შეხვედრა, სადაც მხარეები კომპრომისულ ვარიანტზე შეთანხმდებიან.

 

გელა ბეჟუაშვილმა და ელმარ მამედიაროვმა რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებზეც იმსჯელეს. განიხილეს სუამ-ის (საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი, მოლდოვა) მნიშვნელობა და შეთანხმდნენ, რომ ამ ორგანიზაციას ახლო მომავალში უფრო აქტიური და ფუნქციონალურად განსხვავებული დატვირთვა უნდა მიეცეს.

 

მინისტრებმა ენერგოუსაფრთხოების და კონფლიქტების საკითხებიც განიხილეს, იტყობინება საქართველოს საგარეო უწყება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button