
ახალი ამბები
ევროკავშირი საქართველოს პრივილეგიებს ანიჭებს
ევროკომისიამ 21 დეკემბერს 15 განვითარებად ქვეყანას, საქართველოს ჩათვლით, მნიშვნელოვანი პრივილეგიები მიანიჭა, მათ შორის დაბალი ან ნულოვანი საბაჟო გადასახადი. პრივილეგიები მიენიჭათ იმ ქვეყნებს, რომელთაც განახორციელეს მდგრადი განვითარების და ეფექტური მმართველობის პოლიტიკა, იტყობინება ევროკომისია.
ამ პრივილეგიების მისაღებად, ქვეყნებს უნდა დაემტკიცებინათ და განეხოერციელებინათ ძირითადი საერთაშორისო კონვენციები პოლიტიკურ, ადამიანთა და შრომის უფლებებთან დაკავშირებით.
ევროკავშირის პრივილეგიების საერთო სისტემა არის პრივილეგირებული სავაჭრო ღონისძიებების სისტემა, რომლის საშუალებითაც ევროკავშირი განვითარებად და გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებს თავის ბაზრებზე შესასვლელად პრივილეგიებს ანიჭებს.