ახალი ამბები

დავითაშვილი პრეზიდენტს ჟურნალისტის პატიმრობიდან გათავისუფლების თხოვნით მიმართავს

საპარლამენტო ოპოზიციური ფრაქცია “დემოკრატიული ფრონტის“ წევრმა, “კონსერვატიული“ პარტიის ლიდერმა კობა დავითაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს პრეზიდენტს ტელეკომპანია “202”-ის თანადამფუძნებლის შალვა რამიშვილის და მასთან ერთად დაკავებული დავით კოხრეიძის პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ თხოვნით მიმართა.


კობა დავითაშვილის განცხადებით, ამ პიროვნებებს წინასწარი სამთვიანი პატიმრობის ვადა უკვე გაუვიდათ.


“პრეზიდენტის მიმართ ჩემი მოკრძალებული თხოვნა იქნება, რომ იქნებ განიხილოს ამ ადამიანების გათავისუფლების საკითხი“, – განაცხადა 19 დეკემბერს პრესკონფერენციაზე კობა დავითაშვილმა.


ტელეკომპანია “202“-ის თანადამფუძნებელი და პოპულარული პოლიტიკური თოქ-შოუს “დებატების“ წამყვანი შალვა რამიშვილი 27 აგვისტოს დეპუტატ კობა ბექაურისგან 100 ათასი აშშ დოლარის გამოძალვის ბრალდებით დააკავეს. შალვა რამიშვილს და დავით კოხრეიძეს სამთვიანი წინასწარი პატიმრობა 29 აგვისტოს შეუფარდეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button