skip to content
ახალი ამბები

აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღსადგენად ქართულ-რუსული კონსორციუმი შეიქმნება

აფხაზეთის გავლით საქართველო-რუსეთის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის მიზნით უახლოეს პერიოდში ქართულ-რუსული ერთობლივი კონსორციუმი შეიქმნება. აღნიშნული გათვალისწინებულია 16 დეკემბერს რუსეთ–საქართველოს სამთავრობათაშორისი კომისიის დასკვნითი პროტროკოლით, რომელსაც თბილისში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა და რუსეთის ტრანსპორტის მინისტრმა იგორ ლევიტინმა მოაწერეს ხელი.

სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენისათვის მზადყოფნა მხარეებმა 16 დეკემბერს სამთავრობათაშორისო კომისიის მიმდინარეობისას გამოთქვეს.


ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილის ნათია თურნავას განცხადებით, პირველ ეტაპზე შემუშავდება ერთობლივი კონსორციუმის შექმნის მექანიზმი, რის შემდეგაც მომზადდება კონკრეტული ტექნიკური პროექტი აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის შესახებ. თუმცა პროტოკოლში ერთობლივი კონსორციუმის შექმნის ვადები განსაზღვრული არ არის.


 



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button