ახალი ამბები

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა დსთ–დან გამოსვლის მიზანშეწონილობაზე იმსჯელა

დღეს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის ოპოზიციური ფრაქცია “დემოკრატიული ფრონტი”-ს მიერ წარმოდგენილი დადგენილების პროექტი განიხილა, რომელიც დსთ–ში  საქართველოს წევრობის მიზანშეწონილობაზე მჯელობის დაწყებას ითვალისწინებს.  


“რამდენიც არ უნდა მოვინდომოთ ჩვენ ვერავითარ შემთხვევაში ვერ დავრჩებით დსთ–ში ნატოში შესვლის სურვილთან ერთად, გამორიცხულია, რომ ნატოში იყო და დსთ–ში დარჩე, ამიტომ იქიდან ადრე თუ გვიან უნდა გამოხვიდე“, – განაცხადა დღეს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ კოტე გაბაშვილმა.


15 დეკემბერს კომიტეტმა მიიღო დადგენილება, რომლითაც დაევალა ეკონომიკის სამინისტროს წარმოადგინოს ინფორმაცია, თუ რა ზარალს მოუტანს ქართულ ეკონომიკას დსთ–დან გამოსვლა.


საგარეო საქმეთა სამინისტროს კი დაევალა წარმოადგინოს ინფორმაცია, თუ რამდენ ხანში მოხერხდება დსთ–ს წევრ სახელმწიფოებთან ორმხრივი ხელშეკრულებების გაფორმება სავაჭრო ურთიერთობებში ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების მიზნით იმ შემთხვევაში, თუ საქართველო დატოვებს დსთ–ს. 


აღნიშნული სამინისტროები საპარლამენტო კომიტეტს ინფორმაციას, სავარაუდოდ, თებერვლის ბოლოსთვის მიაწვდიან.

Back to top button