
ახალი ამბები
შსს: გალის რაიონის ორ სოფელში სროლები ისმოდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიული ინფორმაციით, 15 დეკემბერს ღამით გალის რაიონის სოფელ ნაბაკევსა და ოტობაიაში 5-10 წუთის განმავლობაში ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან და ყუმბარმტყორცნებიდან სროლები ისმოდა.
“გალის რაიონის სოფელ ოტობაიაში განლაგებული რუსი სამშვიდობო ძალების N 208 ბლოკ-პოსტის „მშვიდობისმყოფელები“ არაფხიზელ მდგომარეობაში გადაადგილდებოდნენ სოფლებს [ნაბაკევსა და ოტობაიას] შორის და ისინი აწარმოებდნენ სროლებს. აღნიშნულმა ფაქტმა სოფლის მოსახლეობაში შიში და პანიკა გამოიწვია“, – ნათქვამია 15 დეკემბერს შს სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.