ახალი ამბები

თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ნატოს შტაბ-ბინაში შეხვედრებს მართავს

თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის, პოლკოვნიკ ლევან ნიკოლეიშვილის ხელმძღვანელობით 14 დეკემბერს ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა.


თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ნატო-ს შტაბ-ბინაში ქართული მხარე ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს ჯონ კოლსტონს, ნატო-ს წევრი ქვეყნების ელჩებს და სამხედრო წარმომადგენლობების ხელმძღვანელებს შეხვდება.


ოფიციალური ვიზიტისას განიხილება ნატო-სთან საქართველოს ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმით (IPAP) გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება. მხარეები ასევე იმსჯელებენ საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციისათვის სამომავალო ღონისძიებებზე.


ქართული დელეგაცია ბრიუსელში ოფიციალურ ვიზიტს 19 დეკემბერს დაასრულებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button