ახალი ამბები

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტი საქართველოზე მსჯელობს

დღეს პარიზში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტი  საქართველოს მიერ ორგანიზაციის წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულების საკითხს განიხილავს.


საქართველოს მიერ ვალდებულებათა შესრულების თაობაზე მონიტორინგის კომიტეტს მოხსენებას მათიას იორში და ევგენი კირილოვი წარუდგენენ.


მონიტორინგის კომიტეტის სხდომაზე დასასწრებად პარიზში გაემგზავრა ევროპის საბჭოში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციისა და ასევე მონიტორინგის კომიტეტის წევრი ელენე თევდორაძე.


გამგზავრებამდე თევდორაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აღებულ ვალებულებათაგან პარლამენტს მხოლოდ ტრანსასაზღვრო ხელშეკრულებისა და ეროვნულ უმცირესობათა ენების შესახებ ქარტიის რატიფიცირება არ მოუხდენია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button