skip to content
ახალი ამბები

ბეჟუაშვილი ბრიუსელს სტუმრობს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილი, რომელიც ამჟამად ბრიუსელში იმყოფება, 8 დეკემბერს ევროატლანტიკური პარტნიორობის საბჭოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას დაესწრო.


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, თავის გამოსვლაში გელა ბეჟუაშვილმა ყურადღება გაამახვილა მთელ რიგ საკითხებზე, მათ შორის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების ხელშეწყობაზე, დემოკრატიული არჩევანის თანამეგობრობის შექმნასა და განვითარებაზე, შიდა კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებაზე, რაც საქართველოს პოლიტიკური დღის წესრიგის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს, სამხრეთ ოსეთის კონფლიქტთან დაკავშირებით შემუშავებულ თბილისის სამშვიდობო გეგმაზე და ნატოსთან საქართველოს ინდივიდუალური პარტნიორობის გეგმის განხორციელებაზე.  

“საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევა და მოკავშირე ქვეყნების მხარდაჭერა საქართველოს უქმნის მყარ საფუძველს 2006 წლის განმავლობაში მიუერთდეს ნატო-ში გაწევრიანების სამოქმედო გეგმას”, – იტყობინება საგარეო საქმეთა სამინისტრო გელა ბეჟუაშვილის სიტყვებზე დაყრდნობით.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button