ახალი ამბები

გალში მომხდარი თავდასხმის დროს აფხაზი მებაჟე დაშავდა

ქართული მედიის ცნობით, აფხაზურმა მხარემ გალის რაიონში უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა მას შემდეგ, რაც აფხაზეთის საბაჟო სამსახურის თანამშრომელზე თავდასხმა განხორციელდა.


საინფორმაციო სააგენტო “აფსნიპრესის“ ცნობით, 24 წლის გივი წულაია მას შემდეგ დაშავდა, რაც კვირას მისი მანქანა სოფელ თაგილონის მახლობლად გზაზე დამონტაჟებულ დისტანციული მართვის ასაფეთქებელ მოწყობილობაზე აფეთქდა.


ქართული მედიის ცნობით, წულაია ერთ-ერთი აფხაზური გასამხედროებული ჯგუფის ლიდერია, რომელიც გალის რაიონის ადგილობრივ ქართველ მოსახლეობას “ატერორებს“. თუმცა, “აფსნიპრესი“ იუწყება, რომ წულაია გალის რაიონის საბაჟო სამსახურის თანამშრომელია. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button