skip to content
ახალი ამბები

ცხინვალის რეგიონში გატაცებული 11 წლის ბავშვი განთავისუფლებულია

სამი თვის წინ ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონიდან, სოფელ ნულიდან გატაცებული 11 წლის ქართველი გენო პეტრიაშვილი გათავისუფლებულია. 


სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ცნობით, გენო პეტრიაშვილის განთავსიუფლება 25 ნოემბერს სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებული ხელისუფლების სამართალდამცავი ორგანოების მიერ მოხდა.


ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.


გენო პეტრიაშვილი დაუდგენელმა პირებმა 19 აგვისტოს ფრონის ხეობის სოფელ ნულიდან გაიტაცეს.


ერთი კვირის წინ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა პრესკონფერნციაზე განაცხადა, რომ ქართველი სამართალდამცავებისთვის გატაცებული ბავშვის ადგილსამყოფელი ცნობილი იყო. მან ოს სამართალდამცველებს ბავშვის გათავისუფლების მიზნით დახმარებისთვის მიმართა.

Back to top button