
ახალი ამბები
პარლამენტში “ვარდების რევოლუციის” ორი წლისთავი აღინიშნა
22 ნოემბერს პარლამენტში, სადაც ორი წლის წინ სააკაშვილის ლიდერობით მაშინდელი ოპოზიცია შეიჭრა და აიძულა პრეზიდენტი შევარდნაძე ტრიბუნა დაეტოვებინა, “ვარდების რევოლუციის“ ორი წლისთავი საზეიმოდ აღნიშნეს. პარლამენტში გამართულ ღონისძიებებს პრეზიდენტი სააკაშვილი და დიპლომატიური კორპუსიც დაესწრო.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ “რევოლუცია არ არის ამ ხელისუფლების მთავარი მონაპოვარი“, რადგან რევოლუციის შემდეგ ქვეყანაში უამრავი დადებითი ძვრები მოხდა.
“საქართველოს გაუჩნდა ისტორიული შანსი, რომ მართლაც გახდეს მსოფლიო თანამეგობრობის ღირსეული წევრი“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.