skip to content
ახალი ამბები

მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის საკითხს საპარლამენტო კომიტეტები განიხილავენ

პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ პარლამენტის იურიდიულ და ადამიანის უფლებათა კომიტეტებს მოსამართლეებზე ზეწოლის ფაქტების შესწავლა მას შემდეგ დაავალა, რაც ოპოზიციურმა ფრაქციამ “დემოკრატიულმა ფრონტმა“ პარლამენტის თავმჯდომარესთან დააყენა შუამდგომლობა მოსამართლე თამაზ ილიაშვილს მიცემოდა პარლამენტის სხდომაზე გამოსვლის საშუალება, რათა მის მიმართ ზეწოლის ფაქტები გაეხმოვანებინა.


ნინო ბურჯანაძის განცხადებით, საკომიტეტო მოსმენების შემდეგ შესაბამისი შეფასებები გაკეთდება, თუკი რაიმე ზეწოლის ფაქტი დადასტურდა.


21 ნოემბერს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა ნინო გვენეტაძემ, დავით სულაქველიძემ და მერაბ ტურავამ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად გამართულ პრეს–კონფერენციაზე მათ წინააღმდეგ დაწყებულ დისციპლინარულ დევნაზე გააკეთეს განცხადებები. მათი თქმით, დევნა მათ წინააღმდეგ მას შემდეგ დაიწყო, რაც  უარი თქვეს წინასწარ შეკვეთილი გადაწყვეტილებების მიღებაზე.
 

მსგავსი/Related

Back to top button