skip to content
ახალი ამბები

საქართველოს სამთავრობო დელეგაცია ყაზახეთში გაემგზავრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი სათბობ-ენერგეტიკის მინისტრთან ნიკა გილაურთან ერთად დღეს ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთში გაემგზავრა.


ვიზიტის ფარგლებში ქართული დელეგაცია ყაზახეთის პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და მთავრობის სხვა წარმომადგენლებს შეხვდება.


ზურაბ ნოღაიდელის განცხადებით,  საუბრები შეეხება ტრანსპორტის, ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობას და ასევე საქართველოში ყაზახური ინვესტიციების მოზიდვას.


ნიკა გილაურის თქმით, ყაზახეთის ენერგეტიკის მინისტრთან შეხვედრისას განიხილება საქართველოსთვის ყაზახური ბუნებრივი აირის შესაძლო მოწოდების საკითხი. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button