skip to content
ახალი ამბები

აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერი ეუთოს უმაღლეს კომისარს შეხვდა

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ალექსანდრე ანქვაბი 15 ნოემბერს ეუთოს კომისარს ეროვნულ უმცირესობების საკითხებში რალფ ეკუსს შეხვდა, იუწყება “აფსნიპრესი“. 


შეხვედრაზე მხარეებმა გალის რაიონში ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.


გალის რაიონში ადამიანის უფლებების დარღვევის გახშირებული ფაქტების გამო ქართული მხარე უკვე რამდენიმე თვეა ითხოვს გალის რაიონში გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის ოფისის გახსნას. 7 ნოემბრის განცხადებაში გაეროს მისიის წარმომადგენლებმა გალის რაიონში ვითარების გაცნობის შემდეგ ხაზი გაუსვეს გაეროს/ეუთოს ადამიანის უფლებების ოფისის გახსნისა და გაეროს პოლიციის ოფიცრების განლაგების აუცილებლობას, თუმცა აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება ამის წინააღმდეგი გამოდის.


ალექსანდრე ანქვაბმა ეუთოს წარმომადგენელთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ პრობლემები რომელიც არსებობს გალის რაიონში – “ეს ჩვენი რესპუბლიკის პრობლემებია“.


“აფხაზეთის ხელისუფლება დაკავებულია ბევრი პრობლემის მოგვარებით, ვიცით გალის რაიონში ჩადენილი ყველა დანაშაულის ფაქტები და სამართალდამცავი ორგანოებისგან მოვითხოვთ უკეთეს მუშაობას და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას…. ჩვენ ვაკონტროლებთ სიტუაციას“, – იუწყება “აფსნიპრესი“ ანქვაბის სიტყვებზე დაყრდნობით.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button