
ახალი ამბები
სააკაშვილი: პედაგოგებს საარსებო მინიმუმზე ნაკლები ხელფასები არ ექნებათ
დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თბილისის 87-ე სკოლაში სტუმრობისას განაცხადა, რომ ხელფასების გაზრდის შესახებ დაპირება შესრულებულია.
“საქართველოში არცერთ პედაგოგს არ ექნება საარსებო მინიმუმზე ნაკლები [ხელფასი], ჩვენ ამით ვამაყობთ, ამით რევოლუციის დანაპირები შესრულებულია“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა 14 ნოემბერს.
მისი თქმით, პრეზიდენტობის პირველ ვადაში საქართველოს მაშტაბით ყველა სკოლა გარემონტდება. ამასთან, პრეზიდენტმა ბიზნესმენებს სკოლების აღმშენებლობაში აქტიურად ჩაბმისაკენ მოუწოდა.