ახალი ამბები

სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერებმა საპროტესტო აქცია გამართეს

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის სალომე ზურაბიშვილის ასობით მხარდამჭერმა 13 ნოემბერს თბილისში სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებებისა და დანაშაულში ეჭვმიტანილთა  ლიკვიდაციის ბრძანების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართეს. 


ამ ცვლილებების თანახმად, რომლებიც პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე დაამტკიცა, უქმდება შინაპატიმრობა, როგორც აღმკვეთი ღონისძიების ერთ–ერთი ტიპი. ასევე მოწმის ანონიმური ჩვენების საფუძველზე შესაძლებელი ხდება საქმის აღძვრა.


აქციის მონაწილეებმა ასევე გამოხატეს პროტესტი პრეზიდენტ სააკაშვილის და შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის ბოლოდროინდელ განცხადებებზე, რომელთა თქმითაც არ ექნებათ დანდობა კრიმინალებს. ორივე მათგანმა მოუწოდა პოლიციელებს ადგილზევე გაანადგურონ დანაშაულში ეჭვმიტანილი ის პირები, რომლებიც საზოგადოებას საფრთხეს უქმნიან.


სალომე ზურაბიშვილმა 12 ნოემბერს განაცხადა, რომ “უმაღლესი ხელისუფლების მიერ გაკეთებული ამგვარი განცხადებები პოლიციელებისთვის კარტ ბლანშს წარმოადგენს, რასაც შესაძლოა საშიში ტენდენცია მოყვეს“.   

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button