ახალი ამბები

ბაღაფში გალის რაიონზე კონტროლის გაძლიერებას გეგმავს

10 ნოემბერს სოხუმში გამართულ პრეს-კონფერენციაზე აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა განაცხადა, რომ იგი გალის რაიონზე მკაცრი კონტროლის დამყარებას გეგმავს, იტყობინება “აფსნიპრესი“. 


ბაღაფშის თქმით, გალის მხოლოდ ის მაცხოვრებლები მიიღებენ აფხაზეთის ახალ პასპორტებს, რომლებიც უარს იტყვიან საქართველოს მოქალაქეობაზე. ცოტა ხნის წინ ბაღაფშმა განაცხადა, რომ ის მოქალაქეები, რომელთაც სურთ საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება “მდინარის იქით“ უნდა ეძებონ ის. მას მხედველობაში ჰქონდა მდინარე ენგური, რომელიც აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკას დანარჩენ საქართველოსგან ჰყოფს.


ბაღაფშმა ასევე განაცხადა, რომ იგი გეგმავს “კონტროლი დაამყაროს“ გალის რაიონის ე.წ. “დაბალ ზონაზე“, რომელიც უშუალოდ მიბმულია დანარჩენ საქართველოზე. ეს ადასტურებს ქართული მედიის ვარაუდებს, ამ მიდამოებში აფხაზური პოლიციის რაოდენობის ზრდის თაობაზე. ბაღაფშის თქმით, ამგვარი კონტროლი საჭიროა “ეკონომიკური, დანაშაულთან ბრძოლის და მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვის“ საკითხების მოსაგვარებლად.


“გალის რაიონმა აფხაზეთის ეკონომიკაზე უნდა იმუშავოს“, – დასძინა ბაღაფშმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button