
ახალი ამბები
თბილისში ბიზნეს-ფორუმი იმართება
დღეს თბილისში საერთაშორისო ბიზნეს-ფორუმი – “Invest in Georgia” იხსნება, რომელიც ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, ბიზნესმენთა ფედერაციის და ამერიკის სავაჭრო პალატის ორგანიზებით იმართება.
საქართველოს ბიზნესმენთა ფედერაციის ინფორმაციით, ორდღიან ბიზნეს ფორუმში 18 ქვეყნის უმსხვილესი კომპანიების, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების და კერძო ბიზნესის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.
ფორუმის პირველ დღეს მონაწილეები საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის პროცესის დაჩქარების, საინვესტიციო კლიმატის და მიმდინარე ეკონომიკური და ფინანსური რეფორმების საკითხებზე იმსჯელებენ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)