ახალი ამბები
პრეზიდენტი საპარლამენტო უმრავლესობას ხვდება
პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კანცელარიაში საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს ხვდება, სადაც მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან ერთად თვითმმართველობის შესახებ ახალი კანონპროექტიც განიხილება.
უმრავლესობის ერთ–ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, დეპუტატები პრეზიდენტთან თვითმმართველობის ახალ კანონპროექტზე იმსჯელებენ, რომლის განხილვასაც პარლამენტი უახლოეს მომავალში გეგმავს.
ასევე არ არის გამორიცხული, რომ საუბარი მთავრობაში მიმდინარე საკადრო ცვლილებებსაც შეეხოს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)