ახალი ამბები

თბილისის საკრებულოში ფრაქცია “დემოკრატიული ფრონტი” შეიქმნა

თბილისის საკრებულოში დღეს ახალი ოპოზიციური ფრაქციის “დემოკრატიული ფრონტის“ პრეზენტაცია შედგა, რომელსაც საქართველოს პარლამენტის ამავე სახელწოდების ფრაქციის ლიდერები დაესწრნენ. 


სამკაციან ფრაქციას ბიძინა გეგიძე უხელმძღვანელებს, რომელმაც ახალ ოპოზიციურ გაერთიანებაში გაწევრიანების მიზნით “ახალი მემარჯვენეების“ ფრაქცია რამდენიმე დღის წინ დატოვა.


პარლამენტში 17–კაციანი ოპოზიციური ფრაქციის – “დემოკრატიული ფრონტის“ – ოფიციალური პრეზენტაცია 24 ოქტომბერს შედგა, რომელშიც 8 “კონსერვატორი“ და 6 “რესპუბლიკელი“ დეპუტატის გარდა გაერთიანდა 3 დამოუკიდებელი დეპუტატი: საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრები  – დავით ზურაბიშვილი და გია თორთლაძე და ასევე “ახალი მემარჯვენეების“ ყოფილი ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე.

Back to top button