skip to content
ახალი ამბები

აფხაზურ ჯარში გალში მცხოვრებ ქართველებს იწვევენ

თვითგამოცხადებული აფხაზეთის თავდაცვის სამინისტრო აფხაზურ ჯარში გალის რაიონში მცხოვრები მოსახლეობის გაწვევას აპირებს, სადაც ქართული მოსახლეობა კომპაქტურად არის დასახლებული, იტყობინება 3 ნოემბერს “ინტერფაქსი“.


“საშემოდგომო გაწვევის ფარგლებში ჩვენ გალის რაიონიდან ჯარში 20 ადამიანის გაწვევას ვგეგმავთ“, – განაცხადა დე ფაქტო თავდაცვის მინისტრის მოადგილემ და ამავდროულად თვითგამოცხადებული აფხაზეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსმა ანატოლი ზაიცევმა.


მისი თქმით, აფხაზეთის ხელმძღვანელობამ თავდაცვის უწყებას გალის რაიონიდან გაწვევის პროცესში “დელიკატურობა“ მოსთხოვა, რათა ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესები გათვალისწინებული იყოს.


“თუ არ ექნება გალის რაიონის მცხოვრებს სურვილი არ გავიწვევთ, მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთის მოქალაქეები ვალდებულნი არიან იმსახურონ მის არმიაში“, – დასძინა ზაიცევმა.


თუმცა ქართული მედიით ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციების მიხედვით, გალში მცხოვრებ ქართველებს აფხაზურ ჯარში სამსახურს მათი სურვილის წინააღმდეგ აიძულებენ. ქართულმა ტელეკომპანიებმა რამოდენიმე ასეთი ფაქტი გააშუქეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button