skip to content
ახალი ამბები

ლიტვის პრეზიდენტი 9-10 ნოემბერს საქართველოს ეწვევა

ლიტვის პრეზიდენტი ვალდას ადამკუსი 9-10 ნოემბერს საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა, ნათქვამია ლიტვის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე 2 ნოემბერს გამოქვეყნებულ პრეს-რელიზში.


აღნიშნული ვიზიტი და საქართველოში არსებული პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ვითარება იქნა განხილული პრეზიდენტსა და ლიტვაში საქართველოს ელჩს დავით აფციაურს შორის ვილნიუსში 2 ნოემბერს გამართული შეხვედრის დროს.


ვალდას ადამკუსმა ხაზი გაუსმა, რომ ლიტვა ყოველთვის უჭერდა და კვლავაც დაუჭერს მხარს საქართველოს მცდელობებს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის კუთხით და დაეხმარება საქართველოს გააძლიეროს თავისი ადმინისტრაციული შესაძლებლობები, რასაც ქვეყანაში რეორგანიზაციის წარმატებულად განხორციელება მოითხოვს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button