ახალი ამბები

ნოღაიდელი სამხრეთ ოსეთის შესახებ საუბრობს

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა 1 ნოემბერს “რუსთვი 2“–ს განუცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტთან მიმართებაში საქართველოს ხელისუფლების მოკლევადიან  პრიორიტეტებში მთავარი ადგილი კონფლიქტის ზონის დემილიტარიზაციის საკითხს უჭირავს.


“ჩვენი უპირველესი მიზანი არის კონფლიქტის ზონის რაც შეიძლება სწრაფად დემილიტარიზაცია. იქ უამრავი ბანდა, უკანონო შეიარაღებული დაჯგუფება და სამხედრო ტექნიკაა, რომელმაც რაც შეიძლება სწრაფად უნდა დატოვოს კონფლიქტის ზონა. იქ ასევე არიან ე.წ. “ოპოლჩენცები“ (მეამბოხეები), რომლებიც ატერორებენ ადგილობრივ მოსახლეობას, როგორც ოსურს, ისე ქართულს და პროვოკაციების წყაროს წარმოადგენენ“, – განაცადა მან.


“მე განკარგულება მივეცი სახელმწიფო მინისტრს [კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გიორგი] ხაინდრავას, რომ ეს საკითხი ლიუბლიანაში [15-16 ნოემბერს] დაგეგმილ შეხვედრაზე გაიტანოს… ოთხივე მხარეს [ქართულს, სამხრეთ ოსურს, რუსულს და ჩრდილოეთ ოსურს] უკვე თერთმეტჯერ აქვს ხელი მოწერილი შესაბამისი შეთანხმებებისთვის [დემილიტარიზაციის თაობაზე], თუმცა პრაქტიკული ნაბიჯები ჯერ არ არის გადადგმული“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.


მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ კონფლიქტის ზონის დემილიტარიზაცია მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული რუსულ მხარეზე, “რომელიც გამუდმებით მოუწოდებს შსკ-ს შეთანხმებების შესრულებისკენ“. “ახლა, ვნახოთ რას გააკეთებს შსკ“, – დასძინა ნოღაიდელმა.


ნოღაიდელმა განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის მხარემ უარი თქვა მასთან შეხვედრაზე. ეს შეხვედრა ნოემბრის პირველ ნახევარში იყო დაგეგმილი. პრემიერ-მინისტრმა დასძინა, რომ იგი კოკოითის ნაცვლად არ შეხვდება სამხრეთ ოსეთის მთავრობის ხელმძღვანელს იური მოროზოვს.


“მე არაფერი მაქვს სალაპარაკო [სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო] მთავრობის მეთაურთან. ჩვენ განვაგრძობთ მცდელობებს კოკოითთან შეხვედრის ორგანიზებისთვის. მაგრამ მინდა განვაცხადო, რომ ჩვენ არაფერი გვაქვს სახვეწარი; ჩვენ მხოლოდ პროვოკაციების თავიდან აცილება გვსურს“, – დასძინა მან. 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button