skip to content
ახალი ამბები

სოხუმი აფხაზეთის სარეაბილიტაციო პროექტებში თბილისის მონაწილეობის წინააღმდეგია

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ და გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის მოადგილემ საქართველოში ივო პეტროვმა ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტები განიხილეს. ეს პროექტები, სავარაუდოდ, გალის, ოჩამჩირის და ტყვარჩელის რაიონებში განხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამასთან და გაეროს დამკვირვებელთა მისიასთან თანამშრომლობით, იტყობინებოდა „აფსნიპრესი“ 31 ოქტომბერს.


სერგეი შამბამ აფხაზური მხარის დაინტერესება გამოხატა ამ პროექტების განხორციელების მიმართ, თუმცა სოხუმის პროტესტიც გააჟღერა „გაეროს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფებში ქართული მხარის წარმომადგენლების ჩართვის თაობაზე, რაც საშუალებას მისცემს მათ აფხაზეთის ტერიტორიაზე იმუშავონ“, იტყობინება „აფსნიპრესი“. „საქართველო თავის პოლიტიკურ მიზნებს ახორციელებს, მაშინ როცა ცდილობს აფხაზეთში მიმდინარე პროექტებში მონაწილეობა მიიღოს“, – განაცხადა შამბამ.


ივო პეტროვის განცხადებით, ეს არის ფართომასშტაბიანი პროექტი, რომელიც მმართველი კომიტეტის შექმნას მოითხოვს გაეროს განვითარების პროექტის, გაეროს დამკვირვებელთა მისიის და ასევე ქართული და აფხაზური მხარეების მონაწილეობით.  



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button