skip to content
ახალი ამბები

საგარეო საქმეთა სამინისტრომ ირანის ელჩს განმარტება სთხოვა

28 ოქტომბერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ეწვია საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჰოსეინ ამინიან თუსი, სადაც მას ეთხოვა გაეკეთებინა განმარტება ირანის პრეზიდენტის მაჰმუდ აჰმადინეჟადის განცხადებაზე.

ირანის პრეზიდენტმა 26 ოქტომბერს თეირანში გამართულ კონფერენციაზე სახელწოდებით  “მსოფლიო სიონიზმის გარეშე“ გააჟღერა მოწოდება “მსოფლიო რუკიდან ისრაელის წაშლის“ თაობაზე. ეს განცხადება მსოფლიოს ლიდერებმა დაგმეს.


საგარეო საქმეთა სამინისტრო 28 ოქტომბერს იტყობინება, რომ “ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა საქართველოს პრინციპულ მიდგომას, რომლის თანახმად საქართველო გამოდიოდა და გამოდის საყოველთაოდ აღიარებული საერთაშორისო პრინციპებისა და ნორმების, მათ შორის “ძალის არგამოყენებისა და ძალის გამოყენების მუქარაზე უარის თქმის“ უცილობელი დაცვის პოზიციიდან“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button