ახალი ამბები

აშშ მიესალმება საქართველოს სამშვიდობო გეგმას სამხრეთ ოსეთზე

28 ოქტომბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი მიესალმება საქართველოს სამოქმედო გეგმას, რომელიც სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების თაობაზე მოლაპარაკებების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. გეგმა 27 ოქტომბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა წარადგინა ეუთოს საბჭოს სხდომაზე.


“ამერიკის შეერთებული შტატები მოუწოდებს ქართველემს და ოსებს უარი თქვან ძალის გამოყენებაზე და აირჩიონ კონსტრუქციული დიალოგი, როგორც კონფლიქტის მოგვარების ერთადერთი გზა“, – ნათქვამია განცხადებაში.


აშშ-მ ასევე გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. “აშშ მზად არის იმუშავოს ქართულ და სამხრეთ ოსურ მხარეებთან, ასევე რუსეთთან და ეუთოს წევრ ქვეყნებთან ნდობის აღდგენის, ეკონომიკური განვითარების და მშვიდობის და კეთილდღეობის  ხელშეწყობის მიზნით, რაც საბოლოო ჯამში სამხრეთ ოსეთის ავტონომიის ჩამოყალიბებას ემსახურება ერთიანი საქართველოს ფარგლებში“, – ნათქვამია განცხადებაში.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button